"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას კრიტიკას, ლევან ბეჟაშვილმა მალევე უპასუხა. ბეჟაშვილი, თანაგუნდელს საკუთარ განცხადებებზე დაფიქრებას ურჩევს.
"ბოღმა, ღვარძლი არჩევნების შემდგომ სადღაც უნდა დასრულდეს, ამიტომ ასეთ განცხადებებზე პასუხს არ გავაკეთებ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და თავისი სიმართლით იმოქმედოს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას კრიტიკის ობიექტი ლევან ბეჟაშვილი მას შემდეგ გახდა, რაც ბეჟაშვილმა პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურა წამოაყენა. მელიას თქმით, "ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არა პრაგმატული ნაბიჯია".