15 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა ამ მოცემულობაში არის გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ენმ-ის მიერ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმიანება.

"ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი.

შეგახსენებთ “ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს “რუსული კანონი”, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად,"- წერს ნიკა მელია.

მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

დღის ამბები