20 აგვისტო 2026,   15:56
ვრცლად
პირს, რომელმაც 16 მაისს ბათუმში "თიბისი" ბანკის თანამშრომელი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელმაც 16 მაისს ბათუმში "თიბისი" ბანკის თანამშრომელი დაჭრა, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი შარაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ირაკლი შარაძემ "თიბისი" ბანკის თანამშრომელს,ჯაბა აბულაძეს ცივი იარაღით 3 შემავალი ჭრილობა მიაყენა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიციამ დააკავა.

დღის ამბები