ბორჯომში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ.
ფესტივალი კულტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება, 21, 23 და 25 აგვისტოს კი საღამოები ბათუმის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.