15 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
დიდი შვიდეულის ლიდერები იაპონიაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ

დიდი შვიდეულის ლიდერები, იაპონიაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ. სამიტი ქალაქ ჰიროსიმაში დღეს დაიწყება.

შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადისა და იტალიის ლიდერებმა ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური პარკი მოინახულეს და ატომური ბომბის მსხვერპლთა კენოტაფი გვირგვინებით შეამკეს.

ლიდერები მზად არიან, სამიტი რუსეთზე გამკაცრებული სანქციების გამოსაცხადებლად გამოიყენონ და უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგიული გზები განიხილონ. კონფლიქტი, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება და არ ჩანს შემსუბუქების ნიშნები.

ამასთან, ისინი ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

სამიტზე წელს, რვა სხვა ქვეყანაცაა მიწვეული : ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კომორის კუნძულები და კუკის კუნძულები.

სამიტს, ონლაინ ფორმატში, სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. სამიტი 3 დღე გაგრძელდება და 21 მაისს დასრულდება.

დღის ამბები