15 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
მიუხედავად ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა, თბილისში რუსეთიდან რეისი შესრულდა, რომელსაც არ მივესალმებით - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ავიარეისს სოციალურ ქსელებში ეხმაურება.

"მიუხედავად ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა, თბილისში რუსეთიდან რეისი შესრულდა, რომელსაც არ მივესალმებით. არა ფრენებს რუსეთში," – წერს ზურაბიშვილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია "აზიმუტმა" შეასრულა.

 

დღის ამბები