ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ სტენდზე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს.
ბაქოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, 10-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
გამოფენას ყოველწლიურად, 13 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.