მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა - ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება განაახლა.
საქართველოში უმუშევრობა, 2021 წლის დონესთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრებულია, შემცირებულია რა 2012 წელთან შედარებით 46 პროცენტით.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც 324 ათას უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11.3 პროცენტია, ანუ 175 ათასი ადამიანი.