15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ბოლო 10 წელიწადში საქართველოს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც როგორც ბიზნეს, ასევე სახელმწიფო სექტორების დამსახურებაა - ვაახტანგ ჭარაია

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა - მსოფლიო ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება განაახლა.

საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11.3% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრებულია, შემცირებულია 2012 წელთან შედარებით 46%-ით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19.6% შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11.3%-ია, ანუ 175 ათასი ადამიანი.

ექსპერტების განცხადებით, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ბიზნეს და სახელმწიფო სექტორების დამსახურებაა.

"გამკაცრებული მეთოდოლოგიით და სრულფასოვანი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი და რაც დამსახურებაა როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე სახელმწიფო სექტორის იმიტომ, რომ სხვადასხვა დასაქმების პროგრამები შეიმუშავა. მაგალითად, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ბიზნესის იმ კუთხით, რომ ინვესტიციებს ახორციელებენ და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს," – აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

დღის ამბები