15 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ოლაფ შოლცი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს.

როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, ბაიდენის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში ნიშნავს იმას, რომ მან ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.

"ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, ხელახლა აირჩიონ“, – განაცხადა შოლცმა მოსწავლეებთან შეხვედრისას.

კანცლერმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპზე. მან შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოების გახლეჩაში დაადანაშაულ. მისი თქმით, ტრამპის არჩევა უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ გერმანიაზეც.

დღის ამბები