15 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია უკრაინისადმი დახმარების მნიშვნებლობა გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ. დოკუმენტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ასამბლეამ ქვეყნებს მუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.


დღის ამბები