15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა, აქცენტი გააკეთა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე.

მისი განმარტებით, პროგრამამ მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიცვა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ, ჯიბიდან გადახდები შეამცირა.

გამოსვლისას, მინისტრმა, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნაზეც ისაუბრა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა იშვიათი დაავადებების მართვისთვის გატარებულ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირებასა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე.

 

დღის ამბები