საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გია ვოლსკიმ გივი თარგამაძის შეაფასა. როგორც ის ამბობს, "არსი არის ეს რომ ახალგაზრდებს ასწავლონ ცეცხლის ანთება და მანქანების გადაწვა."
"რაღაც ისეთი წარმოდგენა მექმნება, რომ არსებობს პოლიტიკური ცოდვების კასრი, სადაც გარკვეული ტიპები არიან ჩაფლულები ამ ნაგავში და პერიოდულად თავს ამოყოფენ და ამოსძახებენ საზოგადოებას, რომ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ და რადიკალიზმი აუცილებელია. თავი დავანებოთ გივი თარგამაძეს, არსი არის ეს რომ ახალგაზრდებს ასწავლონ ცეცხლის ანთება და მანქანების გადაწვა,"- აცხადებს ვოლსკი.
საუბარია გივი თარგამაძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ "პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს". თარგამაძეს არ მოსწონს პროტესტის ის ფორმები, რომლებსაც ოპოზიცია იყენებს და მათ უფრო რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს.