რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა - თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. საპარლამენტო უმრავლესობა, ოპონენტებს წარსულს ახსენებს.
მათი განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის შემოქმედებს არ აქვთ უფლება ხელისუფლება არგუმენტების გარეშე გააკრიტიკონ.
"თუ ვინმეს არ აქვს უფლება 26 მაისს რაიმე პატრიოტულზე ელაპარაკოს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები, სწორედ ამ ადამიანებმა მოუწყვეს ყველაზე მძიმე ღამე 2011 წელს ამ ქვეყნის თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, მაგრამ ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური გრინჩები, ვისაც აღიზიანებს ნებისმიერი პოზიტივი, რაც კი ქვეყანაში ხდება და ისეთ საკითხზეც კი, სადაც ვიცით, რომ თემატიკის მიხედვით იცვლება ყველა რეკვიზიტი და ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშა, ეს ფაქტიც კი სპეკულაციების საბაბს უჩენს და ამას კადრულობენ. არავის გაუკვირდეს, რომ მძიმე პასუხს მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.