27 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღის სამზადისი ქუთაისში - ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები

დამოუკიდებლობის დღე თბილისთან ერთად აღინიშნება 15 ქალაქში - სამზადისია ქუთაისშიც. ღონისძიებებს დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოადგენს. მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხვალ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. გამოიფინება მძიმე ტექნიკა, პროგრამა დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.

"ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ძირითადად ცენტრალურ ბულვარში და ფალიაშვილის გამზირზე, სადაც გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ხოლო ეს აქტივობები ძირითადად შუადღის 2 საათიდან დაიწყება. ეს არის როგორც საბავშვო აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები, სუვენირების დამზადება, კოსტიუმირებული გმირებისა და ორკესტრის მსვლელობა, ადგილობრივი საბავშვო სტუდიების კონცერტი, მოგვიანებით ტრადიციულად ჰიმნი შესრულდება," - აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი.

დღის ამბები