ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში, წელს არ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტეს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტირის ცვლილების ღია დასტურია.
"ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, რომ ისინი საბოტაჟირებენ ევროკავშირის სტატუსს და ასეთი დეტალები არიას გამოვლინება და გზავნილები როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით. არ გაგიკვირდეთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს, ამ დროს, ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ, აქამდე აღარაფერი არ დარჩენიათ,"-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
პარტია ლელოში" კი ამბობენ, რომ როცა ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პირობებში გადამწყვეტი ეტაპი დგას, იმაზე საუბარი,რომ რაღაც ტიპის თემატიკა შეიცვალა, პოლიტიკური განაცხადია და არა სიმბოლური აქტი.
"საქართველოს არჩევანი და თემატიკა, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღესთან მიმართებით, უკვე ათეულობით წელია არ იცვლება. მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პირობებში გადამწყვეტი ეტაპი დგას, ახლა საუბარი იმაზე რომ რაღაც ტიპის თემატიკა შეიცვალა, ეს არის სრული სისულელე, პოლიტიკური განაცხადი და არა სიმბოლური აქტი,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ ეს კითხვები არ გაჩნდებოდა, რომ არა "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა".