23 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
"თავისუფლების სიყვარულით" - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში შს სამინისტრო უმასპინძლებს

"თავისუფლების სიყვარულით" – ამ სლოგანის ქვეშ ბათუმელებს არაერთი ღონისძიება და სანახაობა ელით. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ზღვისპირა ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ღონისძიებების ეპიცენტრი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში, შეძლებენ ველოსიპედით გაიარონ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, მოისმინონ 112-ში შესული რეალური ზარები და დაათვალიერონ სპეცტექნიკა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში უმასპინძლებს. ადგილზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, სამინისტროს სხვადასხვა თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში. ასევე, დაათვალიერონ წარმოდგენილი სტენდები და აღჭურვილობა", - განაცხადა შინაგან სამინისტროს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ.

დღის ამბები