15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა - მიზეზი შინამეურნეობების დანახარჯებზე მაღალი ინფლაციის ზეწოლაა

გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. ეკონომისტთა განმარტებით, მიზეზი, შინამეურნეობების დანახარჯებზე მაღალი ინფლაციის ზეწოლაა. მოსახლეობა ინფლაციის გამო უფრო ნაკლებ თანხას ხარჯავს ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა საკვები და ტანსაცმელი.

სტატისტიკის ადგილობრივი სამსახურის მონაცემებით, გერმანიის მშპ 2023 წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა. 2022 წლის მეოთხე კვარტალში კი 0.5%-ით.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სხვა განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით, გერმანიის ეკონომიკა ზრდის პოტენციალს კარგავს.

ეკონომისტების მოსაზრებით, რეცესიაზე დიდი გავლენა მოახდინა ენერგიაზე გაზრდილმა ფასებმაც.
დღის ამბები