20 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. 
 
ასევე, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. 
 
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა არაერთი ფოტო-გამოფენა, კონცერტი, ასევე გაიმართება საჯარო ლექციები საქართველოს შესახებ.
 
ვაშინგტონის ხიდი, სტამბოლის ხიდი, ირლანდიაში ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინა საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდა საქართველოს დროშის ფერებით. "ჰეიდარ ალიევის ცენტრი" - ბაქოში,  სლოვაკეთში-საქართველოს საელჩო, სტრასბურგში - ევროპის საბჭო, შვეიცარია - ბერნის მერიის თავზე დროშა აღმართა.
დღის ამბები