



ქვეყნის მთავარ გამზირზე თავისუფლების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა შეკრება უკვე დაიწყეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ადგილზეა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატაკის ჩაბარების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.