14 ოქტომბერი 2024,   19:11
ვრცლად
13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლასთან.

როგორც ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტის ვიზიტი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

დღის ამბები