22 დეკემბერი 2024,   08:52
ვრცლად
მოვუწოდებდი ბატონ ელჩს, მეტად შეისწავლოს ეს თემა და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, როგორც პირველი დემარშისას - ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს მოუწოდებს, მეტად შეისწავლოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თემა და "ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, როგორც პირველი დემარშის დროს იყო".

ზარქუას თქმით, საქართველომ საკუთარ მოქალაქეებს სანქციებს არ დაუწესებს და არ შეუზღუდავს გადაადგილების საშუალებას.

"ან ისტორია არ იციან ამ ყველაფრის, ან ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. მე მინდა დავიჯერო, რომ ეს ხალხი შეცდომაშია შეყვანილი. რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, ადგნენ და მოუხსნეს და ახლა ეს ელჩები გვთხოვენ, რომ ეთნიკურად ქართველები დავსაჯოთ, სანქცია დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს, აბა სხვა რა გამოდის. რა უბედურებაა და რა მარაზმია სტატისტიკა, მილიონი არ ცხოვრობს და ნახევარი მილიონი ცხოვრობს, სულ რომ ათასი კაცი ცხოვრობდეს, ჩვენი მოქალაქეები ხომ არიან და რატომ უნდა დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები. მე მოვუწოდებდი ბატონ ელჩს, მეტად შეისწავლოს ეს თემა და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, როგორც პირველი დემარშის დროს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები