საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. როგორც ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტის ვიზიტი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.