06 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შეცდომა" - პრემიერის გზავნილები ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმიდან

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეკითხვებს ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. თემატური დისკუსიის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა მოდერატორის მხრიდან დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა. მათ შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის გამონაკლისი, როდესაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა, საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები. მოდერატორი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციით, რატომ დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინაში. კითხვა-პასუხის დროს საუბარი იყო საერთაშორისო სანქციებზეც.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც კითხვა დაისვა, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა. პრემიერის თქმით, ივნისში საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული ექნება, თუმცა მისივე განმარტებით, პრობლემად ისევ დეპოლარიზაცია რჩება. ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა.

ბრატისლავაში მიმდინარე ფორუმზე, 65 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ასზე მეტი სპიკერი, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობს. რამდენიმე პანელი დაეთმობა ევროკავშირის გაფართოების საკითხებსაც.

 

დღის ამბები