თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის" პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს "არმი ჰოლში" გაიმართა.
პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას, პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.