15 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ფინანსურ სექტორს სანქციების დაწესების პირველივე დღიდან დაევალათ დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფინანსურ სექტორს სანქციების დაწესების პირველივე დღიდან დაევალათ დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ამის კონტროლი და მონიტორინგი ძალიან სიღრმისეულად და მკაცრად ხდება.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკში, ასევე, შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც სანქციების მონიტორინგზე არის ორიენტირებული.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე შევქმენით სპეციალური ქვედანაყოფი ეროვნულ ბანკში, რომელიც ზუსტად სანქციების მონიტორინგზე არის ორიენტირებული. თუ დავინახავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ შესაძლოა მცდელობაც კი იყოს სანქციების დარღვევის, ამაზე ეროვნულ ბანკს ექნება უმკაცრესი რეაგირება. სპეციფიკური სანქციების რეჟიმი არ განუსაზღვრია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომ, მოგვიწია ჩვენ სხვა იურისდიქციების სანქციების შეერთება," - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

დღის ამბები