24 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
გურჯაანში ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება

დღეიდან უნდა დაიწყოს გურჯაანში ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. სტიქიამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში განადგურებულია ვენახები, ატმისა და გარგარის ბაღები, სხვადასხვა ერთწლოვანი კულტურა.

ძლიერ წვიმის შედეგად ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეაფერხა. გზის გაწმენდა მალევე მოხერხდა.

დღის ამბები