16 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
საჰაერო განგაშის სიგნალები უკრაინაში - ოკუპანტების მორიგ თავდასხმას არასრულწლოვანი შეეწირა

4 ივნისის დილა უკრაინაში, საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმოდა კიროვოგრადის ოლქში. იერიშები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დაზიანებულია ქალაქ ვოვჩანსკის ადმინისტრაციული შენობა და სახლები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. ერთი ბავშვი ემსხვერპლა თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქზე.

ცხედარი, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაჭრილების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მათ შორის არის 5 ბავშვი, სამი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები