15 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
გერმანიის კანცლერს სიტყვით გამოსვლა მომიტინგეებმა შეაწყვეტინეს - მას "მატყუარა" და "ომის გამამწვავებელი" უწოდეს

გერმანიის კანცლერს სიტყვით გამოსვლა მომიტინგეებმა შეაწყვეტინეს. ოლაფ შოლცი დედაქალაქთან ახლოს ქალაქ ფალკენზეში თავისი პარტიის შეკრებაზე გამოდიოდა, რა დროსაც აქტივისტებმა მას "მატყუარა" და "ომის გამამწვავებელი" უწოდეს.

100-მდე აქტივისტმა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტა. პროტესტის მიუხედავად, შოლცმა სიტყვით გამოსვლა განაგრძო და თქვა, რომ "ომის გამამწვავებელი" რუსეთის პრეზიდენტია.

შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დროს, უკრაინის იარაღით მხარდაჭერის გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

 

 

დღის ამბები