15 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვირის ბოლოს გერმანიის კანცლერი შეხვდება - ინფორმაციას ოლაფ შოლცის ოფისი ავრცელებს

კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიის კანცლერი შეხვდება - ინფორმაციას ოლაფ შოლცის ოფისი ავრცელებს.

9 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის.

დღის ამბები