



თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებაზე დასასწრებად ევროპიდან საქართველოში 100-მდე დელეგატი ჩამოვიდა.
გახსნის ცერემონიაზე ორგანიზაციის მდივანმა, ფაბრიციო როსმა საქართველოს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ორდღიანი სამიტი ოფიციალურად დღეს იხურება.