24 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
8 ივნისს პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება - პროცესი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

8 ივნისს პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება - პროცესი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

"2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, დილის 9 საათზე და გასტანს 23 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით. მშობლებს, ან კანონიერ წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა შეუფერხებლად შეძლოთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველკლასელთა რეგისტრაცია," - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

დღის ამბები