20 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა. სხდომა, რომელზეც მეტრეველის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მეცნიერებათა აკადემიაში დღეს გაიმართა.

ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

როინ მეტრეველი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო 1990-1991 წლებში. 1991-2004 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას.

 

დღის ამბები