14 ოქტომბერი 2024,   22:43
ვრცლად
ხარკოვის ოლქი შესაძლოა ქიმიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდეს-ოკუპანტებმა ქალაქთან მდებარე ამიაკის მილსადენი დაბომბეს

უკრაინა, კერძოდ კი ხარკოვის ოლქი, შესაძლოა ქიმიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდეს.

საოკუპაციო ძალებმა ქალაქთან მდებარე ამიაკის მილსადენი დაბომბეს, რამაც ჰაერში დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერების გაფრქვევა გამოიწვია.

ხარკოვის გუბერნატორის მტკიცებით მილსადენს 6 რუსული ჭურვი მოხვდა. სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული ამიაკის გაფრქვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.

ამიაკი საფრთხის მიხედვით მე-4 კატეგორიის ტოქსიკურ ნივთიერებას განეკუთვნება და მისი შესუნთქვის შემთხვევაში ადამიანს სასუნთქი გზები ეკეტება. ის ასევე იწვევს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას.

დღის ამბები