26 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა 

ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: სტიქიის შედეგად ოლქში არსებული ოპერატიული მდგომარეობა, პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, ასევე, ოლქის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ოპერატიული სამხედრო მდგომარეობა ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატასტროფის ზონაში. " წერს ზელენსკი "ტელეგრამზე".

დღის ამბები