ლინხენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა პარლამენტს თავმჯდომარესთან მიმდინარეობს. განიხილება ორმხრივი ურთიერთობები. მანამდე კი დომინიკ ჰასლერი საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგას შეხვდა.
ქვეყნის დიპლომატებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს. მთავარი გზავნილები ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, ლინხენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდება.
"მე ვარ პირველი ოფიციალური წარმომადგენელი ლიხტენშტაინის ოფიციალური ხელისუფლების, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და მართლაც შთამბეჭდავია თქვენი სტუმართმოყვარეობა. ორმხრივი ურთიერთობა საქართველო ლიხშტენტაინს შორის შედარებით ახალია. ძალიან კარგი ეკონომიკური წინაპირობები გვაქვს, ამას გავაღრმავებთ, რა თქმა უნდა, საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის არსებობს მემორანდუმი და შეთანხმება და საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში.
თავისუფალი, გამჭვირვალე საზოგადოებები არის ევროპის სიძლიერე. ლიხტენშტაინი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების პირუთვნელი დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე საგარეო ურთიერთობებში ამ პრინციპების გაძლიერება. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები , ეს არის ის რაც ჩვენ გვაწუხებს და რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. ჩვენი მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის შექმნას საქართველოსთვის", - განაცხადა ლინხენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ ჰასლერმა.