04 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ხელოვანები საავტორო უფლებების ასოციაციის წინააღმდეგ - ქართველი არტისტები ირწმუნებიან, რომ გიგა კობალაძე მათ კუთვნილ ჰონორარს არ უხდის

ხელოვანები კვლავ საავტორო უფლებების ასოციაციის წინააღმდეგ - ქართველი არტისტები ირწმუნებიან, რომ გიგა კობალაძე მათ წლების განმავლობაში კუთვნილ ჰონორარს არ უხდის და ორგანიზაციის ბიუჯეტს საკუთარი შეხედულებით ხარჯავს, რაც აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა. მომღერლებს და კომპოზიტორებს სურთ, მათი შრომის ანაზღაურება არა საავტორო უფლებათა ასოციაციამ, არამედ "გერამ" განსაზღვროს. "გერა" კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ხელოვანების უფლებებს იცავს და მათ კუთვნილ ჰონორარებს ანაწილებს.

გიგა კობალაძე ამტკიცებს, რომ "გერას" მოსკოვთან პირდაპირი კავშირი აქვს და მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ბრალდების ადრესატი არ უარყოფს, რომ რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, კობალაძეს ახსენებს, რომ ქართველ ავტორთა უფლებების დასაცავად რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი მასაც ჰქონდა გაფორმებული. სანამ საავტორო უფლებების ასოციაცია და "გერა" ერთმანეთის იურიდიულ უფლებამოსილებაზე დავობენ პარლამენტში კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობენ, რომელიც ხელოვანთა უფლებებსა და მათ კუთვნილ ანაზღაურებას სადავოს აღარ გახდის.

დღის ამბები