საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გუბერნატორი საქართველოში მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ჩამოვა.
საელჩოს ცნობითვე, გუბერნატორი და პირველი ლედი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება თბილისში და დასრულდება პარიზში.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით, მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე.
საელჩოს ცნობით, ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.