15 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბელგიის პრემიერ-მინისტრთან რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ - პრემიერი

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ twitter-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ,"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები