04 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
პოლიციამ მარნეულში 15 წლის გოგოს ქორწინება ჩაშალა - დაკავებულია მოზარდის მამა და სასიძო

პოლიციამ მარნეულში 15 წლის გოგოს ქორწინება ჩაშალა, დაკავებულია მოზარდის მამა და სასიძო. 15 წლის გოგოს ბებია "კურიერთან" ადასტურებს, რომ მოზარდი ოჯახმა ზრდასრულ მამაკაცზე დანიშნა. არასრულწლოვანის დაქორწინებაში მოხუცი პრობლემას ვერ ხედავს და უარყოფს, რომ შვილიშვილს იძულებით ათხოვებდნენ. გოგოს ოჯახი ირწმუნება, რომ არასრულწლოვანი, მხოლოდ მისი ნებით, სიყვარულით ქორწინდებოდა.

ოჯახი უარყოფს, თუმცა კურიერის ინფორმაციით, 15 წლის გოგოს იძულებითი ნიშნობა მოზარდის მამიდამ დააორგანიზა. თავად არასრულწლოვნს გათხოვება არ სურდა, რის გამოც მამის მხრიდან არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სოფელში მომხდარის შესახებ იციან, თუმცა მეზობლებზე ღიად საუბარს ყველა ერიდება.

სოფელ კირიხლოში ცხოვრობს ის მამაკაცი, რომელიც 15 წლის გოგოს საქმროდ შეურჩიეს. კურიერმა გაარკვია, რომ იძულებითი ნიშნობის შემდეგ საქმრომ მოზარდს სკოლაში სიარული აუკრძალა და წინააღმდეგ შემთხვებაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ფაქტს მამაკაცის ოჯახში უარყოფენ.

იძულებითი ქორწინების შესახებ პოლიციას სავარაუდოდ გოგონას მასწავლებელმა მიმართა, რადგან მოზარდი გაკვეთილებს აღარ ესწრებოდა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს არასრულწლოვნის მამა და სასიძო. მოზარდის ნიშნობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინეს გოგონას მამიდასაც.

დღის ამბები