ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის გაფუცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. კომპანიასა და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობებს არ თანხმდებიან, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ხელფასის მატება, კომპანიის შეთავაზებით ხუთი პროცენტით განისაზღვრება. რაც შეეხება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებას, საკიტხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
პარალელურად, კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100%ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები და ბენეფიტები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება.
იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1-ელ აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60 %-ს გადაუხდის.
"ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებს მოთხოვნების ნაწილი დაუკმაყოფილდებათ.
"გუშინ შედგა მოლაპარაკების პროცესი, სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო მედიატორი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, ორი მოთხოვნის გარდა ესენია: ხელფასის ცვლილება და სამუშაო გრაფიკი.
ვთავაზობთ პროტესტის მონაწილეებს დარჩნენ 60% ანაზღაურებაზე 1-ელ აგვსტომდე ან დაუბრუნდნე სამუშაო ადგილებს, სადაც 100%-ით მოხდება ხელფასების ანაზღაურება," - აცხადებს ტატიშვილი.