ფოთმა საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2023-ს" უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილე უცხოელმა და ქართველმა მხატვრებმა ქალაქის ხედით 20-მდე ფერწერული ტილო შექმნეს, რომელიც ფოთის სამხატვრო საგამოფენო დარბაზში განთავსდება.
"პლენერი 2023" ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცემა და ის მომდევნო წლებშიც ჩატარდება.