15 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
სააკაშვილის "გამოჯანმრთელება" და "დაბრუნება" წარმოაჩენს, თუ რამდენად კოორდინირებულია მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა - პაპუაშვილი

"დღესდღეობით, სააკაშვილის "გამოჯანმრთელებითა" და "დაბრუნებით" გვეძლევა უნიკალური შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად მასიური და კარგად კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, წელიწად-ნახევარია გასული მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაკავებულია და ამ დროის განმავლობაში, არაერთი ცრუ ბრალდება გავრცელდა ხელისუფლების მისამართით, რომ ის არასათანადო პირობებში იმყოფება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ ბრალდებებიდან ყველაზე საზარელი იყო სააკაშვილის "მოწამვლაში" საქართველოს მთავრობის დადანაშაულება.

"ვნახოთ, რა არის ფაქტები: წელიწად-ნახევარზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა უკანონოდ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე. ის დაკავებულ იქნა ორი დანაშაულის გამო, რომლებიც ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. 2018 წლისთვის მას სასჯელი საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის მიერ უკვე ჰქონდა მისჯილი. სააკაშვილის დაკავებიდან მცირე დროში, მომრავლდა სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის შესახებ. ის ციხიდან გადაიყვანეს კომფორტულ პენიტენციურ კლინიკაში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იყო ძალიან კარგი სამედიცინო დახმარებითა და წვდომით არა მხოლოდ ოჯახთან, არამედ პოლიტიკურ ქვეშევრდომებთანაც. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, რადიკალური ქართველი და უცხოელი მხარდამჭერები, დაქვემდებარებული პოლიტიკური მედია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი "სიკვდილის პირას" იყო ბევრი უკურნებელი დაავადებით, მათ შორის, დემენციით, კახექსიით, დეპრესიითა და სხვა. ამ ბრალდებებიდან ყველაზე საზარელი იყო სააკაშვილის "მოწამვლაში" საქართველოს მთავრობის დადანაშაულება, რასაც პარალელები უნდა გაევლო კრემლის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისადმი გამოყენებულ მეთოდებზე," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, საუბრობს სააკაშვილთან დაკავშირებით უცხოეთის პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო.

"უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო: ევროპელი დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპის პარლამენტის სამმა რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შეეწყვიტა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა; რუსმა ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა სააკაშვილის შემთხვევა თავიანთ დღის წესრიგში შეიტანეს და მაგნიტსკის აქტის ავტორები მის თავგამოდებულ დამცველებად იქცნენ; უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს; უამრავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში, ცნობილმა სატელევიზიო კომპანიებმა და გამოცემებმა კი აღნიშნული "პრობლემა" გააშუქეს. ქვეყნის შიგნით, სააკაშვილის ფრთის ქვეშ მყოფმა რადიკალურმა პარტიებმა, მისი ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვან საკითხად აქციეს. იყო ადამიანების ფართო ჯგუფების მობილიზების არაერთი მცდელობა სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. მისმა მხარდამჭერებმა კლინიკიდან სააკაშვილის იძულებითი გამოყვანის გეგმებიც კი დასახეს. თუმცა, ხალხი არც ერთხელ არ მივიდა დემონსტრაციაზე იმიტომ, რომ ქართველებს, ზოგიერთი უცხოელისგან განსხვავებით, უკვე დიდი ხანია, სააკაშვილის აღარ სჯერათ," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები