20 აგვისტო 2026,   19:31
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრად იმყოფებოდა. ადგილობრივებისთვის ხიდი კი ჩაკეტილია.

თუ რა გახდა ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს შესაძლოა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები