"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება დეტალურ ანგარიშს წარადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 ევრორეკომენდაცია.
მისი განმარტებით, ყველა პუნქტი შესრულებულია და მიღებულია ყველა შესაბამისი კანონიც.
"დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია. ჩვენ, არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული.
რეალურად, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული, თუ ვინმეს დამატებით რაიმე კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს და ამაზეც გვექნება მსჯელობა და საუბარი, მაგრამ 12-ვე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია, მათ შორის, "სასამართლო რეფორმის" პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული. კანონი, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად მივიღეთ. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.