15 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
შემდეგ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, არ გველაპარაკება მთავრობაო, აგერ, მოვიდა კაცი და ცარიელია დარბაზი - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზაქრუა ოპოზიციას იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ პრემიერს ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში კითხვები არ დაუსვეს.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ხელმოცარულია, ორიენტირებულია დესტრუქციასა და საბოტაჟზე, რეალური ინფორმაციის მიღება კი მათ ინტერესებში არ შედის.

"ყველაფერი იყო განხილული, მათ შორის ის მიღწევები და გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. არცერთი სიტყვა ზედმეტი არ თქმულა, ყველაფერი იყო ის ციფრები, რომელსაც ადასტურებს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ბუნებრივია, ეს არ მოეწონათ ხელმოცარულ ოპოზიციონერებს და თქვეს, რომ ეს არ არის ასე. ის, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სიცრუე იყო? არ არის სიცრუე; ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი მსოფლიოში აღიარებულია ნომერ პირველად, ნომერ პირველად აღიარა მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა ღიაობის და გამჭვირვალობის კუთხით, ესეც ხომ ფაქტია?!

ჰოდა, ამიტომაც არის, მერე რომ გაიქცნენ, ერთი გონივრული კითხვა ვინმემ დასვა?! ჩვენ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, აქცენტირებული საბოტაჟზე, ქაოსზე, დაძაბულობაზე და დესტაბილიზაციაზე. ესეც მათი არჩევანია, მაგრამ შემდეგ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, რომ არ გველაპარაკება მთავრობა, კითხვებს ვსვამთ და არ გვპასუხობენო. აგერ, მოვიდა კაცი და ცარიელია დარბაზი, მხოლოდ უმრავლესობა ვსხედვართ,"-განაცხადა ირაკლი ზაქრუამ.

დღის ამბები