15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ძალადობა არ არის ის მეთოდი რომლითაც ჩვენ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ურთიერთობები გავარკვიოთ - არჩილ თალაკვაძე

ძალადობა მიუღებელია და თოთოეულ ფაქტზე იქნება აუცილებლად რეაგირება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, კასპში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ყველას მოუწოდა ცივილიზებული მეთოდებით,თუნდაც მწვავე ოპონირებით გაცვალონ პოზიციები​ და არა ძალადობით:

"ძალადობა მიუღებელია და თოთოეულ ფაქტზე იქნება აუცილებლად რეაგირება. ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუტოვებიათ ძალადობის არცერთი შემთხვევა, რომელზეც რეაგირება არ ყოფილა. ძალადობა არ არის ის მეთოდი რომლითაც ჩვენ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ურთიერთობები გავარკვიოთ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ ცივილიზებული მეთოდებით, დიალოგით თუნდაც მწვავე ოპონირებით გაცვალონ პოზიციები და უთხრან ერთმანეთს სათქმელი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

კასპში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მომხდარზე ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები