თბილისში, ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან მიწვეული.
ღონისძიებაზე მივიდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ კონფერენცია ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ის ეხება ქალების აქტიურობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ კონფერენციაზე ძალიან საჭირბოროტო საკითხებია წარმოდგენილი.
ნათია თურნავას სურს, მსგავსი ტიპის კონფერენციებზე დასწრებით მისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.