15 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის მიმართ ჰქონდა შეურაცხყოფის მცდელობები, ირაკლი ღარიბაშვილმა აბსოლუტურად კორექტული და ადეკვატური პოლიტიკური პასუხები გასცა მათ - თალაკვაძე

"ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის სფერო - რადიკალურ ოპოზიციას არცერთი კითხვა არ დაუსვამთ" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, შეურაცხყოფის მცდელობების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს კორექტულად და ჰუმანურად უპასუხა.

"ისინი გაექცნენ დღესაც დებატებს, მათ ელემენტარულად, ვერ მოისმინეს და ისიც კი ვერ შეძლეს, რომ მოესმინათ პასუხები, რომელიც იყო კითხვებზე თუ ძირითად საკითხებზე და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის სფერო - რადიკალურ ოპოზიციას არცერთი კითხვა არ დაუსვამთ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის მიმართ ჰქონდა ძალიან არაკორექტული დამოკიდებულება, იყო შეურაცხყოფის მცდელობებიც, პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად კორექტული და ადეკვატური პოლიტიკური პასუხები გასცა მათ. იყო ოპოზიციის მხრიდან ასევე მისი ოჯახის წევრებზე შეტევისა და მათი შეურაცხყოფის მცდელობაც, რაზეც ასევე, პრემიერ-მინისტრმა აჩვენა ძალიან მორალური პოზიცია, ჰუმანური პოზიცია და აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა მოექცე შენს თანამოქალაქეებს, თუნდაც შენი ოპონენტის ოჯახის წევრებს. იმედია, ამ ოპოზიციასაც ეს მაგალითი გამოადგება,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები