15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
ზუსტად ამიტომ ვარ აქ, რომ ქალებმა ერთად ვიმუშაოთ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებისთვის - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

"დიდი მადლობა, რომ ეს ღონისძიება უკრაინელებს და უკრაინელ ქალებს მიუძღვენით, ისინი უკრაინის მშვიდობისთვის იბრძვიან,"- ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქალებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რათა ევროპის კონტინენტზე მშვიდობამ დაისადგუროს.

"დიდი მადლობა, რომ ეს ღონისძიება უკრაინელებს და უკრაინელ ქალებს მიუძღვენით, ისინი უკრაინის მშვიდობისთვის იბრძვიან. წინა კვირას ვიყავი ლონდონში, სადაც პატივი მქონდა მენახა ლონდონის ის თავდაპირველი შეთანხმება, რაც წარმოადგენს დამფუძნებელ დოკუმენტს ევროპული საბჭოსთვის. ჩვენ ამას ვუწოდეთ ე.წ. მშვიდობის შეთანხმება, რათა ევროპის კონტინენტზე დასადგურებულიყო მშვიდობა. ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა დოკუმენტმა.

ზუსტად ამიტომ ვარ აქ, რომ ქალებმა ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნისთვის. თუკი დააკვირდებით იმდროინდელ და ახალ სურათებს, ნახავთ, რომ მაშინდელ ფოტოებში მხოლოდ მამაკაცები არიან, საერთოდ არცერთი ქალი არ არის სურათებში. აღსანიშნავია, რამდენად წინ წავედით. დღეს უკვე ბევრი ქალია წამყვან პოზიციებზე და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა,"- განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები